პოლიტიკა

მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევა

28.05.20 16:40


საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. ორგანიზაცია კვლევის რამდენიმე შედეგს გამოყოფს:

ნატოში გაწევრიანებისგან მოსახლეობა უპირველესად უსაფრთხოებას მოელის;

ევროკავშირში გაწევრიანება კი, მათი აზრით, ქვეყანას უპირველესად ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს;

მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56%) ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში მაშინაც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს, 26% კი ამის წინააღმდეგია.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49 პროცენტი — 2019 წელთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით მეტი) ეთანხმება აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტი და საქართველოს მტერია და ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები არ უნდა გვქონდეს, 39% კი, ოკუპაციის მიუხედავად, რუსეთთან ამგვარ ურთიერთობებს ემხრობა. ეს შედეგი შარშანდელ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით დაკლებული მონაცემია.

კვლევა 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტის პერიოდში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით (გარდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული არეალებისა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიებისა) 1 763 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი 2,2%-ის ფარგლებშია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები