პოლიტიკა

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს ულოცავს

28.05.20 18:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

შესაბამისი განცხადება მინისტრმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

„თბილი მილოცვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ვუსურვებთ წარმატებას და კეთილდღეობას ჩვენს მეზობლებს, სტრატეგიულ პარტნიორებს და ბედნიერებას აზერბაიჯანელ მეგობრებს“, – წერს დავით ზალკალიანი.

დავით ზალკალიანის განცხადება „ტვიტერში“ გააზიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„ვუგზავნით აზერბაიჯანსა დ მის ხალხს გულწრფელ მილოცვას რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს პარტნიორებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.



წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები