პოლიტიკა

პრეზიდენტი პოლიციელებს: მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ

01.06.20 13:20


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

პრეზიდენტის თქმით, პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას იცავს.

"პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ.

გისურვებთ გამარჯვებებს ქვეყნის საკეთლდღეოდ და წარმატებებს საქართველოს სამსახურში", - აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები