პოლიტიკა

ხასან ღალილი - დახმარების ცხელი ხაზი მოიტანს პოზიტიურ ცვლილებებს ბავშვების ცხოვრებაში

02.06.20 12:20


გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ხასან ღალილიმ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ამოქმედება შეაფასა და განაცხადა, რომ ეს პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს ბავშვების ცხოვრებაში.

„დღეს, იმ რთულ დროებაში, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობას ვუწევთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მიმართულებით, რომელიც ოჯახებს პრაქტიკული დახმარებით უზრუნველყოფს. ჩვენ ყოველდღიურ მონიტორინგს გავუწევთ შედეგებს და მოხარულები ვართ, რომ ოჯახებს დაუყოვნებლივი და შესაბამისი დახმარება ეწევა“, - განაცხადა ხასან ღალილიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, „იუნისეფი“ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აზარტული თამაშებს და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრობლემა აქვთ, დამატებით ფსიქოლოგებთან უფასო მომსახურების მიღებას სთავაზობს.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ხასან ღალილის განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები