პოლიტიკა

ვოლსკი: არჩევნები ყველაფერს პასუხს გასცემს

09.06.20 16:20


"თურმე სესხი ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდისთვის გვინდა. ამაზე უზნეო ტყუილი არ არსებობს დღეს შექმნილ ვითარებაში. თურმე პოლიციელებმა ჩვილი ბავშვის გადაგდება გადაწყვიტეს ნაგვის ურნაში. პატარა ბავშვები გამოიყენეს იმისთვის, რათა თავისი ეს ბინძური პიარ განზრახვა მოეყვანათ სისრულეში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვოლსკიმ ისაუბრა მეზობელ ქვეყნებში, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზეც და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა გვერდში დაუდგეს იმ ხალხს, რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

"საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიოში და განსაკუთრებით გვაღელვებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა - სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში. განვიცდით ემოციურადაც და ვაფასებთ იმ მდგომარეობას, რომელიც მთლიანად მსოფლიოშია შექმნილი.

უნდა იცოდეს ყველამ, რომ თუკი რაიმე პატარა, მცირე რესურსი მაინც გაგვაჩნია, მზად ვართ გვერდში დავუდგეთ იმ ხალხს, რომელთა წარმომადგენლები ჩვენს ტერიტორიაზეც ცხოვრობენ და ერთად ვეწევით ამდენი ხანია საქართველოს მოქალაქეობის ღირსეულ ვალდებულებას",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

იგი გამოეხმაურა დეპუტატ ალექსანდრე ერქვანიასაც და აღნიშნა, რომ ეკლესიასა და პატრიარქზე შეტევა უკიდურესად დამაზიანებელია, თუმცა, არანაკლებ დამაზიანებელია ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არასწორად, უსაფუძვლოდ დაუპირისპირო ეკლესიას.

"ეს არ არის სწორი, ეს არ არის სახელმწიფოებრივად გამართული პოზიცია და არც სასულიერო პირები ამას არ იზიარებენ. წესები დაიცვეს, მიყვნენ იმ ინსტრუქციებს, სხვაზე უკეთესად დაიცვეს კიდეც და სწორედ ამან გადაარჩინა საზოგადოება იმას, რომ არ ყოფილიყო ახალი პროპაგანდისტული ვაკხანალია“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები