პოლიტიკა

კვირიკაშვილი: როცა პრემიერი ვიყავი, დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა ივანიშვილისგან მოცემული

10.06.20 10:00


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა , გიორგი კვირიკაშვილმა, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ როდესაც ის პრემიერის პოსტზე იყო ივანიშვილისგან საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება ჰქონდა მიცემული.

კვირიკაშვილი ასევე ამბობს, რომ "რაღაც პერიოდში ივანიშვილს რაღაცეები არ მოეწონა და აქტიურად ჩაერია პოლიტიკაში.

"მე როცა ვიყავი პრემიერი საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა, მისგან [ბიძინა ივანიშვილისგან] მოცემული, რაღაც პერიოდში და მერე მას აღარ მოეწონა რაღაცები და ჩაერია ძალიან აქტიურად და დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა ცდილობენ გააფორმონ, რომ მანამდე დაიქცა ქვეყანა და მერე გამოსწორდა ყველაფერი, მაგრამ მე მგონია, რომ თუ კარგად დააკვირდებიან ეს ადამიანები, მთლად ასე არ უნდა იყოს საქმე. უნისეფის კვლევის მიზეზად მოტანა მგონია, რომ მთლად სერიოზული არ არის” - აღნიშნა კვირიკაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები