პოლიტიკა

მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - რუსმა ოკუპანტებმა მცხეთა-მთიანეთში 42 ჰა მიიტაცეს

15.06.20 10:15


რუსმა ოკუპანტებმა მცხეთა-მთიანეთში დაახლოებით 42 ჰა მიიტაცეს - ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ავრცელებს.

ქაცარავას თქმით, მცხეთა-მთიანეთში ოკუპანტებმა მონასტრის კუთვნილი მიწა მიიტაცეს და იქ უკვე რუსი ჯარისკაცები პატრულირებენ.

"საოკუპაციო ხაზი, რომელიც დღესაც ფიქსირდება მონასტრიდან დაახლოებით 500-600 მეტრში, სინამდვილეში ფაქტობრივად არის უკვე მონასტრიდან დაშორებული 50-60 მეტრში, სადაც რუსი ოკუპანტები ჩვეულებრივად პატრულირებენ. ჩვენი უხეში გადაზომვით შევაჯამეთ და დაახლოებით 42 ჰექტარი არის წაღებული. ეს პროცესი, როგორც ჩვენ შევიტყვეთ, დაწყებულა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და საზოგადოებისთვის ეს უცობი იყო", - ამბობს დავით ქაცარავა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები