პოლიტიკა
15.06.20 10:45
“არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეპიდემიის მეორე ტალღა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს დაემთხვევა.
„ამინდის გაუარესებას უკავშირდება რისკების ზრდა, სამწუხაროდ, ეს ემთხვევა არჩევნების თარიღს. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა გაიმართოს 31 ოქტომბერს, მეორე ტური – სამ კვირაში, რაც უწევს დაახლოებით 21 ნოემბერს.
როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ოქტომბრისთვის, გარკვეული წესი ყველა შემთხვევაში უნდა დადგინდეს. ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით – ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარებამ და ასე შემდეგ, ამანაც არ მოგვცეს არჩევნების ჩატარების საშუალება, ასეთ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია – თუ მეორე ტალღა დადგა და დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამაშიც არაფერია ტრაგიკული და თუ ეს მოხდა ოქტომბერში, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები, მაგრამ ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის კონკრეტულ პროცესს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მართლაც გადაიწიოს არჩევნების ჩატარების თარიღმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია.
მისივე თქმით, თუ მეორე ტალღა ოქტომბრის შემდეგ იქნება, პრობლემა არ არის, თუმცა ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მეორე ტურს შეექმნას პრობლემა.
„31 ოქტომბერი არის პირველი ტურის თარიღი, 21 ნოემბერი – მეორე ტურის. თუ 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა, (საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე) სასწორზე დგას ორი რამ – ერთი არის ეპიდემიურ გავრცელება და ასევე საუბარია იმაზე, რომ მეორე ტალღა შეიძლება, უფრო მძიმეც იყოს, ვიდრე პირველი, ბუნებრივია, არჩევნები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. მეორე არის – არჩევნების თარიღი. ამ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია – პასუხი არის შემდეგი – თუ აუცილებელი იქნება პირობითად ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და იქედან 45-დან 60 დღემდე ვადაში ტარდება უკვე არჩევნები – ეს შეიძლება იყოს, დეკემბერი, შეიძლება იყოს იანვარი, პროგნოზებზე ვსაუბრობ კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ ოქტომბერში საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ის პირობითად, გაუქმდება ერთ თვეში – ნოემბრის დასაწყისში, ამ შემთხვევაში შეიძლება, მაგალითად, დეკემბერში ჩატარდეს არჩევნები – კონსტიტუციის მიხედვით, დეკემბრის ბოლო უწევს, ხოლო მეორე ტური შეიძლება იანვარში მოუწიოს და ეს მოცემულობა შეიძლება დღის წესრიგში დადგეს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24