პოლიტიკა
15.06.20 11:00
"ეს არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს. ეს ის მაგალითია,რომელიც დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ეს ახალგაზრდები არიან იმედის და მაგალითის მომცემი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მზიურის განახლებული პარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური განახლებულ პარკში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 13 ივნისის მსგავსი გამოწვევების წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფოები.
„დღეს ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღეა. 2015 წელი, 13 ივნისი - ეს დღე ყველას გვახსოვს, ეს იყო შოკისმომგვრელი სტიქია თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას გვახსოვს,რა მძიმე იყო პირველი წუთები, იმის გააზრება, რა მოცულობის და მასშტაბის იყო ეს სტიქია. ეს თითოეულმა თბილისელმა წუთების განმავლობაში გაიაზრა. ეს იყო სრულიად მოულოდნელი სტიქია,რომელსაც შეეწირა ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენი 2 მოქალაქე დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანმა განიცადა სერიოზული ზარალი. მინდა აღვნიშნო ზურა მუზაშვილი, მაშველი, გმირი ადამიანი, რომელმაც 8 მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ ის თავად დაიღუპა. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს დღე, ეს სახელი და ეს ადამიანები. ეს არის უდიდესი ტკივილის დღე,მაგრამ როგორც ქართელებს გვჩვევია, სანამ რაღაც დიდი გამოწვევა არ გვაქვს, არ გავერთიანდებით. ეს არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი.
ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს.ეს ის მაგალითია,რომელიც დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია.
ეს ახალგაზრდები არიან იმედის და მაგალითის მომცემი. 13 ივნისი დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ დიდი იმედის დღეც არის. ეს ის თაობა იყო, რომელმაც აჩვენა სასწაული ორგანიზებულობა, ისეთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც არავინ ელოდა. ეს ახალგაზრდები დაორგანიზდნენ და გააკეთეს საქმე, ის საქმე, რომელიც თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს უნდა გაეკეთებინა, აიტომ მინდა მათ მადლობა გადავუხადო.ეს ის თაობაა, რომელმაც სულ ახლო მომავალში, ამ ქვეყნის განვითარებაში თავისი სიტყვა უნდა თქვას და ჩვენ მათი იმედი უნდა გვქონდეს. ისეთი გამოწვევების, ისეთი პრობლემების, პრძოლების, როგორიც იყო 13 ივვნისი და როგორც ვიბრძვით ჩვენ დღეს, ასეთი ბრძოლების წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, წარმატებული თაობები და მე დარწმუნებული ვარ, ეს ის თაობა იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაშ თავის სიტყვას იტყვის. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ და იმედი გამოვთქვა, რომ ის ყველაფერი, რაც ამ 5 წლის განმავლობაში გაკეთდა, ასეთ დიდ რისკს ამ ქალაქს აარიდებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24