პოლიტიკა

რატომ ვერ მოხვდა საქართველო იმ ქვეყნების სიაში, ვისთანაც გერმანია 15 ივნისიდან საზღვრებს ხსნის

15.06.20 11:15


გერმანია 15 ივნისიდან 31 ქვეყნისთვის საზღვრებს ხსნის და ამ ქვეყნებში მოგზაურობის ნებართვასა და რეკომენდაციას იძლევა.

მათ შორისაა ევროკავშირის 26 წევრი და 5 არაწევრი ქვეყანა: ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი და დიდი ბრიტანეთი.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა: ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ჩატარებული ტესტების რაოდეობა, ტურისტების უსაფრთხოების ზომები.

მსოფლიოს 160-ზე მეტ სახელმწიფოში კი, მათ შორის, გერმანელებისთვის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ჰოტსპოტებში - თურქეთში, ეგვიპტეში, ტუნისსა და ტაილანდში მოგზაურობა ნებადართული მხოლოდ აგვისტოს ბოლოდან იქნება.

31 აგვისტომდე გერმანიის მოქალაქეები სამოგზაუროდ საქართველოშიც ვერ ჩამოვლენ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები