პოლიტიკა

თურქეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

15.06.20 17:40


თურქეთის საელჩო კორონა ვირუსის პანდემიის გამო თურქეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

"პირები, რომლებიც ახალი ტიპის კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე ფრენების გაუქმების გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იმყოფებიან თურქეთში და ვერ ახერხებენ მისი ტერიტორიის დატოვებას, არ დაექვემდებარებიან პირობით ან უპირობო საჯარიმო სანქციებს, თუ მათ იძულებითი გარემოებების არსებობის პერიოდში (სატრანსპორტო კომუნიკაციის შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე) გადაუცდებათ ვიზის/ცხოვრების ნებართვის ვადა.

ფრენების ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგენის შემდგომ იმისათვის, რომ ამ პირებზე არ გავრცელდეს ჯარიმები, უშუალოდ მათ ქვეყანასთან სატრასპორტო კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ, არა უგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა დატოვონ თურქეთის ტერიტორია", - ნათქვამია განცხადებაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები