პოლიტიკა

გიორგი გახარია - მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ს, მათ გარეშე საქართველოში ლუგარის ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა

16.06.20 10:30


მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ს, მათ გარეშე საქართველოში ლუგარის ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, გვესმის ის პასუხისმგებლობა, უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში.

„ჩვენ დღეს თუ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და შემიძლია გითხრათ, რომ თუ მაგალითად NCDC ლუგარის ლაბორატორია, რომელზეც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ გარეშე ეს ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში. თუ NCDC მაგალითად ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში დღეში 100-150 PCR ტესტს აკეთებდა, დღეს NCDC-ის შეუძლია გააკეთოს ქვეყანაში 4500 PCR ტესტი. ჩვენი ამოცანა არის, რომ წლის ბოლომდე ჩვენ, საქართველოში უნდა შეგვეძლოს 10 000 PCR ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები