პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეუქცევადია

16.06.20 11:15


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში დაგეგმილი არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფისა.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ლოპოტას ტბაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგის პროცესში, მოსაწვევები უკვე გაუგზავნა.

„ჩვენ უკვე დავუგზავნეთ მოსაწვევები ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგის პროცესში. ეუთო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ევროპარლამენტი, საპარლამენტო ასამლეები, ყველა ის ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს, უკვე დაპატიჟებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფისა და იმისა, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის შეუქცევადი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები