პოლიტიკა
16.06.20 12:20
ევროკავშირი განაგრძობდა შეშფოთების გამოხატვას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას ეხება.
როგორც 142-გვერდიან დოკუმენტშია აღნიშნული, 2019 წელს ევროკავშირი კვლავ აქტიურად მოუწოდებდა იმ მხარეებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლს ახორციელებენ, დაეშვათ ადამიანის უფლებების სფეროში არსებული საერთაშორისო მექანიზმები აღნიშნულ ტერიტორიებზე.
„ევროკავშირი განაგრძობდა შეშფოთების გამოხატვას რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებილ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რთული მდგომარეობისა და არსებული დაუსჯელობის გამო, მათ შორის, ყირიმელი თათრებისა და უკრაინულენოვანი თემის წარმომადგენლების სისტემატური დევნის გამო; ასევე, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებს გამო აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომლებიც შესაბამისი მთავრობების კონტროლს არ ექვემდებარება. ევროკავშირი აქტიურად მოუწოდებდა მათ, ვინც ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა, მიენიჭებინათ ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო მექანიზმებისთვის შეუფერხებელი წვდომა უკრაინისა და საქართველოს ამ რეგიონებზე“, – ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.
როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, მსოფლიოს მრავალ ნაწილში ადამიანის უფლებების მხრივ პრობლემები რჩება.
„უფლებადამცველები, ჟურნალისტები და მედიის თანამშრომლები არიან საფრთხისა და თავდასხმის ქვეშ მათი ყოველდღიური სამუშაოს გამო, სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე კვლავ შეზღუდული რჩება, ქალთა უფლებები ისევ ირღვევა, ხოლო მოწყვლადი ჯგუფები ხშირად უკანა პლანზე რჩებიან და ისევ განიცდიან დისკრიმინაციასა და უთანასწორო მოპყრობას“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24