პოლიტიკა

რომან კაკულია: არჩევნების გადაწევას იქით კი არა, აქეთ მივესალმებოდი

16.06.20 14:20


ქართული ოცნების წევრი რომან კაკულია "უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არჩევნების გადადებას მხარს არ დაუჭერს".

დეპუტატი ამბობს, რომ არჩევნების გადავადება ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას არ აწყობს.

"თუ გადადებაზე და არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად მივესალმები მხოლოდ უკან გადმოწევას, რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ ისეთი საკითხებია უკვე დღის წესრიგში დამდგარი, დაწყებული ამერიკელი კონგრესმენებიდან და ბევრი სხვა საკითხი, რომელთა მიმართაც საზოგადოების აზრის გამოხატვა სანამ არ მოხდება, ჩვენ ვერავითარ პროგრესს ვეღარ განვიცდით. ამიტომ, რაც უფრო მალე გაირკვევა, საზოგადოება ვის რა სახელს არქმევს, ვის როგორ აღიქვამს. ეს არის ძალიან მალე გასაკეთებელი, ამიტომ არჩევნების გადაწევას იქით კი არა, მივესალმებოდი აქეთ",- ამბობს რომან კაკულია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები