ეკონომიკა

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

30.06.20 12:40


2020 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყნის მთალიანი შიდა პროდუქტი 5.4%-ით არის შემცირებული. 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.

იანვარ-მაისში ექსპორტი შემცირებულია 16.1%-ით, ექსპორტთან ერთად -17.1% შემცირდა იმპორტიც.

საქსტატის ცნობითვე, მაისში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა -33.3% შემცირდა და ჯამში 3 184 შეადგინა. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა მაისში 22%-ით შემცირდა და დაახლოებით 5.4 მილიარდი ლარი შეადგინა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები