პოლიტიკა
01.07.20 14:00
“საბოლოოდ, ეს რეფორმები, სხვა რეფორმებთან ერთად, რომლებსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის შემადგენელია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების კენჭისყრის შესახებ განაცხადა.
„რიგგარეშე სესია იმართება. ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს განვიხილავთ. ეს არის საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, საარჩევნო რეფორმა, რომელშიც შედის ხელშესახები და ძალიან პროგრესული ცვლილებები. ეს უკავშირდება საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, უკავშირდება პარტიების დაფინანსების წესს, არჩევნების დღეს. მედიასა და სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყო პოლიტიკური პარტიებისთვის და ოპოზიციისთვის ძალიან სასურველი, რომ ასეთი ცვლილებები მომხდარიყო, თუმცა, ეს დღეს გახდა შესაძლებელი და თქვენ, ყველა ხართ ამ პროცესის მონაწილე. დღეს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროთ ამ ცვლილებებს.
ჩვენ, როგორც ქვეყანა და როგორც პოლიტიკური ძალა, მმართველი პოლიტიკური პარტია კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს პარტნიორებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგული ვართ და რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებასა და სვლას უფრო დემოკრატიული საარჩევნო სისტემისკენ, რაც, საბოლოოდ, ისევ და ისევ პოლიტიკურ სისტემას შესძენს მეტ სტაბილურობას და მას კიდევ უფრო მეტად ჩააყენებს ჩვენი მომავლის სამსახურში. საბოლოოდ, ეს რეფორმები, სხვა რეფორმებთან ერთად, რომლებსაც ჩვენ მხარი დაუჭირეთ, არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის შემადგენელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების წარმატებით ჩვენ ვუახლოვდებით კიდევ უფრო მეტად იმ ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რაც არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება დიდი შრომა, რეფორმების გაგრძელება, ამას სჭირდება ჩვენი ძალისხმევა და მე თქვენთან ერთად დღეს მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, შესაძლებლობა, ამ ისტორიულ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24