პოლიტიკა

დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაში რუსულ კვალზე ღიად ალაპარაკდა: „ქვეყანას რუსეთში გამოწვრთნილი ოლიგარქი აკონტროლებს“ - THEHILL

02.07.20 13:40


გავლენიანი ამერიკული მედია, THEHILL-ი წერს ბიძინა ივანიშვილსა და მის კავშირებზე რუსულ გავლენებთან. სტატიაში მიჩნეულია, რომ ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენები დემოკრატიის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელს მსოფლიოშიც- „ უფრო შორს რომ არ გავიხედოთ, შეხედეთ ამჟამინდელ მდგომარეობას საქართველოში , რათა აღმოაჩინოთ ეს გავლენა იმათ ხელში, რომლებიც თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან“.

„საქართველო კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის ,რუსეთში გამოწვრნილი ოლიგარქიის მიერ- იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მილიარდებს სწორედ პოსტსაბჭოთა კორუფციულ გარემოში რუსული ინდუსტრიების ხელში ჩაგდებით დაეუფლა. ივანიშვილი „ქართული ოცნების კოალიციის" სათავეშია 2012 წლიდან და იმავე სახელმძღვანელოთი მართავს ქვეყანას, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკის ჩამოშლისა და მიტაცების, დემოკრატიული პროცესების ჩაშლის მიზნით“- აღნიშნულია სტატიაში.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის შეხედულება ნათლადაა აღნიშნული ზემოხსენებულ სტატიაში ბიძინა ივანიშვილზე, სადაც კონკრეტულად საუბარია ქართული ოცნების ლიდერის მოქმედებაზე ამერიკული ბიზნეს კომპანიების მიმართ- "პუტინის მოკავშირე მოქმედებს ენერგიულად, რათა საქართველოში მოქმედი ამერიკული ბიზნეს კომპანიები გააძევოს ქვეყნიდან."

ქართული ოცნება დაპირდა მოსახლეობას რომ შეასრულებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად 2020 წელს. აღნიშნული დაპირება კი გასული წლის შემოდგომაზე „ქართულმა ოცნებამ“ უკან წაიღო, რამაც გამოიწვია პროტესტი და საპარლამენტო ბოიკოტი ოპოზიციის მხრიდან ყველა საკანონმდებლო აქტივობაში, აგრეთვე ძლიერ შეირყა საქართველოს მმართველი პარტიის საერთაშორისო ნდობა, განსაკუთრებით აშშ-ში.

„ქართველ ხალხს სურს წარმატებული ეკონომიკისა და ნამდვილი დემოკრატიის მქონე ქვეყანა.

ყველა ქართველს აქვს უფლება, რომ ასეთ მოლოდინი ჰქონდეს. ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებში შედის ის ღონისძიებები, რომლითაც შევაფერხებთ რუსული გავლენების გავრცელებას მთელ მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველ ხალხთან მათი თავისუფლებასთვის ბრძოლაში“- ციტირებს ამერიკული გამოცემა მარკვეინ მალინის კომენტარს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები