პოლიტიკა

გორის სასამართლომ 7 მოქალაქეს ჯარიმები გაუუქმა – HRC

02.07.20 17:00


ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, 2 ივლისს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 7 მოქალაქეს 3 000-ლარიანი ჯარიმები გაუუქმეს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ მათ 21 აპრილს გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიმართეს.მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო.

„ჯარიმას ისინი მიიჩნევდნენ უკანონოდ, რადგან არ იმყოფებოდენენ ერთად, 3 ადამიანი იდგა ცალკე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად და გამოწერა შვიდი 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გაუქმება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა,“ – ამბობს ორგანიზაცია.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები