პოლიტიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: Wizz Air-მა არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც შეამცირა ფრენები

06.07.20 13:40


„Wizz Air-მა არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც შეამცირა ფრენები“, -ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანტან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიიარტოს თქმით, სულ უფრო და უფრო მეტ უნგრელ მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა.

„უფრო და უფრო მეტ უნგრეთის მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა, გასულ წელს 7000 უნგრელი ჩამოვიდა საქართველოში და მოინახულა საქართველო. ამ პანდემიის პირობებში ჩვენ ვიცით, რომ ძალიან შემცირდა „ვიზიარის“ ფრენები, მაგრამ, ეს არის მარტო საქართველოზე და უნგრეთზე გავრცელებული სპეციფიკა. „ვიზიარმა არამარტო საქართველოში, არამედ სხვადსხავ ქვეყნებშიც ფრენები შეამცირა, თქვენი მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა „ვიზეარის“ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე, მუშაობას ხელს უწყობდა. დროის ადგილია „ვიზიარი“ აუცილებლად იპოვის თავის ადგილს მსოფლიოში“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები