პოლიტიკა
08.07.20 14:20
“რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც COVID-19-ის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი და შესაბამისად, შემოსავლები”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საზღვრების გახსნის მიზანშეწონილობაზე საუბრისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს დათვლილი რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი.
„კიდევ ერთხელ, მინდა განვმარტო თუ რატომ ვართ ფრთხილები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ქვეყნები, საიდანაც საქართვეველოში ტურისტების ლომის წილი შემოდიოდა, სამწუხაროდ, დღეს ეპიდემიის პიკში არიან და მათთან არ შემცირებულა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალი გავრცელებაა, რისკი მაინც არსებობს. შეიძლება ჩვენ ასეთი რეალური სურათის წინაშე დავდგეთ: მივიღებთ ეკონომიკურად ძალიან მცირე შედეგს, მაგრამ ტურისტების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ვირუსი გავრცელდეს. რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი ამ შემთხვევაში არ ბალანსდება. ზოგი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ გარდაუვალია საზღვრების გახსნა, მაგრამ ჩვენ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი და შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი. არასწორი იქნება რისკი, თუ ჩვენ გავუხსნით საზღვარს ქვეყანას, საიდანაც ბევრი ტურისტი შემოდის და დიდია ვირუსის გავრცელების რისკიც. ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენ შემდეგნაირად ვუდგებოდით - იქ, საიდანაც ჩამომსვლელების რაოდენობა ასე თუ ისე მატერიალურად საინტერესოა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნები და ამავდროულად, რისკი დაბალია, ეს უკვე ნიშანია, რომ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება და საზღვრის გახსნა, მაგრამ საიდანაც დაბალია გავრცელების რისკი, მაგრამ ამავდროულად, ტურისტებიც ძალიან ცოტაა და მატერიალური ხელშესახები შედეგი ამას არ აქვს, შეიძლება ვირუსის მინიმალური გავრცელება მოჰყვეს.
მაგალითად, იტალიამ საქართველოს საზღვარი არ გაუხსნა საზღვარი. რატომ, საქართველო ხომ უსაფრთხოა? თუმცა მათ შეხედეს, რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს არაა საინტერესო მიმართულება და ის მინიმალური, ნოლთან მიახლოებული რისკიც კი არ აიღო, თუმცა დიდ ბრიტანეთს გაუხსნეს საზღვარი, საიდანაც გავრცელების რისკი უფრო დიდია, თუმცა ამ რისკზე წასვლა იტალიას უღირს, იმიტომ რომ მატერიალურად მნიშვნელოვანია და მასშტაბურია დიდი ბრიტანეთიდან ჩასულთა რაოდენობა. ჩვენც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, როგორც კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ზოგადად, რეგიონში შენელდება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი და გაუთანაბრდება ევროპის მაჩვენებლებს, ბევრად უფრო გამართლებული იქნება რისკის აღება და მინიმალური გავრცელების რისკის დაშვება და საზღვრების გახსნა, რადგან ქვეყანა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს ტურიზმიდან.
წყარო : /www.reportiori.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24