პოლიტიკა
08.07.20 15:00
ჩვენ ვართ ერთგული ხელმოწერისა და ვიმოქმედებთ იმ წესდებით, რაც მივიღეთ, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს სურვილი, „ძალა ერთობაშია“ ოპოზიციური გაერთიანებით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატები და პაატა დავითაია“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა.
როგორც პაატა დავითაიამ აღნიშნა, თავის დროზე გაკეთდა ერთობა, რომლის ინიციატორიც იყო მიხეილ სააკაშვილი და ამსტერდამში შეხვედრის დროს შედგა შეთანხმება, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე მოხდებოდა ერთიანი სისტემით გასვლა.
„ამაზე არაერთი განცხადება გაუკეთებია თავად სააკაშვილსაც, თუნდაც ბოლო ხანებში, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის მომხრეა, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაზე. იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება და ყველა დარჩება ერთგული იმ ხელმოწერისა, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაუჩნდათ ამბიციები, მათ ჰგონიათ, რომ ერთპიროვნულად შეცვლიან ხელისუფლებას, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. ერთპიროვნულად მათ აიღეს ძალიან ცოტა ხმა თვითმმართველობის არჩევნებზე, ერთობით კი აიღეს ძალიან ბევრი ხმა.
არჩევანი მარტივია, თუ ვინმეს სურს, რომ დარჩეს ოპოზიციაში, ეს მათი პოლიტიკური არჩევანი იქნება, ჩვენი არჩევანი არის ერთობით ხელისუფლების ცვლილება. მე არ ვეკუთვნი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჭორაობენ, მე ვეკუთვნი მათ, ვინც ასრულებენ ვალდებულებებს, ეს არის ვალდებულება, რომელიც არის ხელმოწერილი და შეთანხმებული“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმების გარეშე დათმო თბილისის მაჟორიტარული ოლქები, მაგრამ ამაზე პრობლემა არ შექმნილა.
„ახლა თუ ვინმე ეძებს მიზეზებს, ეს მათი არჩევანია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ან თავდაცვის მინისტრად დაბრუნდება ერთპიროვნულად, ძალიან მწარედ შემცდარა. მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ერთიანი პოზიციით შეიძლება ხელისუფლების ცვლა. ვერც ერთი პარტია ცალკე აღებული ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“. თუ ისინი იბრძვიან თანამდებობებისთვის და საპარლამენტო უმცირესობისთვის, სხვა ამბავია, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთობა, რომელმაც შედეგები დადო, შენარჩუნდეს და ხელისუფლება შეიცვალოს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24