პოლიტიკა
08.07.20 15:20
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ აშშ-ის კონგრესის ასიგენაბათა კომიტეტის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის შეჩერებას ეხება.
როგორც ორგანიზაციებში აცხადებენ, დოკუმენტის მიხედვით $132-მილიონიანი დახმარების 15%-ის შეჩერება შესაძლებელია იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს და მოახსენებს კონგრესს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს შემდეგი სამი მიმართულებით:
ა). დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
ბ). ხელისუფლებაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლა;
გ). კერძო სექტორში კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უზრუნველყოფა.
ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები კორუფციასთან, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიზნით:
“როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმები არ განხორციელებულა და ამ მიმართულებით პროგრესი აღარ ფიქსირდება. უფრო მეტიც, კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების მაჩვენებლები წლიდან წლამდე უარესდება” ,- აცხადებენ ორგანიზაციებში.
NGO-ები აღნიშნავენ, რომ Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ბიზნესის კორუფციის რისკმა 3 ქულით მოიმატა და შეფასებული ოთხი მიმართულებიდან ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველად კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულება განისაზღვრა.
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანალიზის მიხედვით კი, წვრილმანი კორუფციის ბრძოლის მიმართულებით წარმატების მიუხედავად, საქართველოში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება.
ამასთან, ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში მაღალი დონის კორუფციის არსებობაზე მიუთითებდა ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუცია 2018 წელს და აღნიშნულის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოებაც:
“Transparency International (TI)-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზე იყო 56 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, როცა საქართველო 180 ქვეყანას შორის 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა. კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში პრობლემას წარმოადგენს ძალაუფლების არასათანადო გამიჯვნა, სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა საარჩევნო მიზნებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების კერძო პირის ხელში თავმოყრა”, – აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
მათი განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2018 წელს შესთავაზეს ღია მმართველობა საქართველოს, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში გაეთვალისწინებინათ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა. NGO-ების თქმით, აღნიშნული ვალდებულების განსაზღვრა 2019 წელსაც შესთავაზეს ხელისუფლებას სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისას:
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კომპლექსური და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროება დადასტურებულია როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიერ, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ არ აღიარებს აღნიშნულ გამოწვევას და არც ღია მმართველობა საქართველოს და არც ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმებში არ გვხვდება კონკრეტული ვალდებულება მაღალი დონის კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ორგანიზაციებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ რჩებიან ამ პოზიციაზე და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების და სამოქალაქო ორგანიზაციების რეკომენდაციები, განახორციელოს სიღრმისეული ანალიზი ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით და აიღოს ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომლის მთავარი ფუნქცია სწორედ მაღალი დონის კორუფციის პრევენცია და გამოძიება იქნება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
მწვანე ალტერნატივა
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24