პოლიტიკა

"ოცნებისთვის“ ივანიშვილის წინა პლანზე წამოწევა დააჩქარებს მათ სრულ კრახს საპარლამენტო არჩევნებზე"- სალომე სამადაშვილი

10.07.20 15:00


საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში ყოფნა, მათ კრახს არჩევნებზე, კიდევ უფრო რეალურს ხდის.

„ერთი რამ ვიცი, ივანიშვილი ყველა გამოკითხვით ქვეყანაში ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგის მატარებელია. ამიტომ, ვფიქრობ რომ „ქართული ოცნებისთვის“ მის წინა პლანზე წამოწევა დააჩქარებს მათ სრულ კრახს საპარლამენტო არჩევნებზე. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ისედაც გარდაუვალია.

რაც შეეხება გახარია, რომელიც 2020 ივნისის სისხლიანი დარბევის გმირია, ძალიან სერიოზული გამოწვევაა ოცნებისთვის. რეალურად, მათ რომ პოლიტიკური თვითგადარჩენის ინსტიქტი ჰქონდეთ, გახარია გადამალული იქნება, მაგრამ დღეს ის პრემიერია. ვფიქრობ, ქართული ოცნებას ხალხი ამაზეც გასცემს პასუხს არჩევნებზე"- ამბობს სამადაშვილი.

გახარიამ ქართული ოცნების თავმჯდომარის მორიგ დაბრუნება დღეს არ გამორიოცხა. ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ სიაში ქინება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები