პოლიტიკა

"ჩვენი შვილი მოკლეს და მერე გადააგდეს არაგვში"- შაქარაშვილის ოჯახის პირველი კოემნტარი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ

10.07.20 17:20


"ოჯახს ექნება დღეიდან კატეგორიული პოზიცია საქრათელოს გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთ სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიამ ნიოკლაძემ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გააკეთა.

„ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში გადააგდეს მდინარე არაგვში", - გაბნაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით შაქარიშვილს 12-მდე მძიმე დაზიანება აღენიშნება.

"ყველა დაზიანება, დაახლოებით 12 სახის, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება“ - თქვა გარდაცვლილი ოჯახის წევრმა.

ნიკოლაძის განცხადებით, "ტოიოტა ქამრის" 6-ვე მგზავრი სწორედ 109-ე მუხლით უნდა გასამართლდეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები