პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბრები გამართა

14.07.20 11:15


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბრები გამართა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ელმარ მამედიაროვთან და ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა უკიდურესი შეშფოთება ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაციისა და თანმდევი მსხვერპლის გამო.

დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბრებისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილზე სიტუაციის განმუხტვა, შეიარაღებული ხასიათის მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება ვითარების მოკლე დროში დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები