ანალიტიკა

გურამ მარხულია - ”აგრესორმა უნდა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს. სომხეთისა და სომეხი ხალხის სასიკეთოდ ”

14.07.20 11:30


ვებ – გვერდის რედაქტორებმა ონლაინ რეჟიმში სთხოვეს „კავკასიის გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის“ პრეზიდენტს გურამ მარხულიას, რომ უპასუხოს რიგ კითხვებს სომხეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 2020 წლის 12-13 ივნისს.

- რას ფიქრობთ მიმდინარე დაძაბულობის შესახებ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე?

- ერევნის რეჟიმი მშვიდობის მდგომარეობაში უბრალოდ ვერ არსებობს. დაიწყება კითხვები ეკონომიკური წარუმატებლობის, კორუფციის და ხელისუფლების კატასტროფული არაკომპეტენტურობის შესახებ. რაც მთავარია, ერევანში რეჟიმმა დაიპყრო მხოლოდ ჰიპოთეტური ”დიდი სომხეთის” ტერიტორიების მხოლოდ მცირე ნაწილი. ნაციონალისტურმა პროპაგანდამ უცხო ტერიტორიების დაპყრობისა, ეს გიჟური "პროექტი" გახდა სომეხი ხალხის არსებობის მნიშვნელობა. ამიტომ, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, სომხური საზოგადოების ნაწილი, ომს ენთუზიაზმით აღიქვამს.

უფრო მეტიც, სომეხ ნაციონალისტებს სჭირდებათ ომი, რომელშიც არის შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი გეოპოლიტიკური მოთამაშე ჩაერთოს. იმისათვის, რომ მიაღწიონ მეზობლების ტერიტორიების დაყოფასა და მათი ”დიდი სომხეთის” გაერთიანებას. მსოფლიოში ზოგიერთ ძალას აქვს მოთხოვნა "დიდი ომის" შესახებ და ამის შესახებ სომეხმა ლიდერებმა იციან. მაგრამ ის, რომ ასეთი ”დიდი ომის” შედეგად სომხეთი შეიძლება გაქრეს, როგორც სახელმწიფო, სომეხი ნაციონალისტები არც კი ფიქრობენ. მათ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ფხიზელი და ადეკვატური შეფასება საკუთარი სიძლიერისა და შესაძლებლობების შესახებ.

- მრავალი ექსპერტი ამ მოვლენებს აკავშირებს სომხეთში კორონავირუსის პანდემიის მდგომარეობის გაუარესებასთან. რას იტყვით ამაზე?

კორონავირუსმა თითქმის ყველა ქვეყანას დაარტყა, მაგრამ სომხეთის თავისი დეგრადირებული მედიცინით, მეზობლებთან მტრობით და ბლოკადით - ორმაგად დაარტყა. მშვიდობიან გარემოში აშკარა ხდება სომხური სახელმწიფოს პროექტის მარცხი, რომელიც ემყარება აგრესიასა და უცხო ტერიტორიების ოკუპაციას. მაშასადამე, ყველაზე ლოგიკურია ეკონომიკური დაშლის ომზე მიწერა.

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამ ეტაპზე?

მოკლედ: აგრესორმა საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს. თვით სომხეთისა და სომეხი ხალხის სასიკეთოდ. თუ მომავალშიც ასეთ მკაცრ სამხედრო შეტევებს წინ არ აღუდგებიან, ერევნის რეჟიმი განაგრძობს ომს ”სანამ უკანასკნელი სომეხი არ დარჩება”.

- აზერბაიჯანულმა მხარემ მას პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ სომხეთი ცდილობს კონფლიქტში მესამე ქვეყნები ჩაითრიოს. რას იტყვით ამაზე?

- პროვოკაცია სპეციალურად იქნა აგორებული ასეთ მომენტში, მესამე ქვეყნების მონაწილეობისთვის. რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს გადაეყარა: ლიბიაში აჯანყებულებს მხარს უჭერენ საუდის ვაჰაბიტები, ეგვიპტე და რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია (უცნაური ალიანსია, ხომ?) დამარცხდნენ მას შემდეგ, რაც თურქეთი დაეხმარა ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას. უფრო მეტიც, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რუსეთის ხელმძღვანელობამ კვლავ მიიღო ”ურა პატრიოტული” ისტერია, რომელიც, სავარაუდოდ, დაფუძნებულია ”რუსეთის ფედერაციის” უფლებაზე, აღადგინოს ”საკუთარი წესრიგი” ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. ახლა კი სომხური პროპაგანდა ცდილობს აჩვენოს ეს „ურა პატრიოტიზმი” ხელოვნურად, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის ინტერესებთან. ეს იმისდა მიუხედავად, რომ ერევნის რეჟიმის პროდასავლური კურსი და მისი ორიენტაცია აშშ-კენ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ არსად არ გამქრალა.

- აზერბაიჯანის ოფიციალური პირების თანახმად, სომხეთის ხელმძღვანელობას სურს, ამ პროვოკაციაში ჩაითრიოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. შესაძლებელია თუ არა ამ ორგანიზაციის კონფლიქტში მონაწილეობა?

საქმე ისაა, რომ თუ მხოლოდ რუსეთი და სომხეთი იქნებოდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, მაშინ ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნებოდა. მაგრამ ამ ორგანიზაციის დანარჩენი ქვეყნები დიდი ხანია ხედავენ, რომ ერევანი მხოლოდ პროვოკაციებით არის დაკავებული და ცდილობს ორგანიზაციის სამხედრო კონფლიქტში ჩაბმას. მაშასადამე, სომხეთის მცდელობამ ჩაითრიოს ორგანიზაცია თავის ომში, შესაძლოა საერთოდ დაშალოს ის. პრინციპში, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთს სჭირდება რუსული „ხიშტი“ საკუთარი ინტერესებისთვის, ხოლო ერევნის მფარველებისთვის ვაშინგტონიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ არის საჭირო, მაშინ ყველაფერი ლოგიკურია. მაგრამ რუსეთისთვის ორგანიზაციის დაშლა, როგორც რეაქცია სომხეთის ინტერესებში მისი გამოყენებისთვის, ნამდვილად არ არის მომგებიანი.

- როგორ ფიქრობთ, ორგანიზაციის მონაწილეობამ რეგიონულ კონფლიქტებში შეიძლება გამოიწვიოს შედეგები, როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება რეგიონში?

- ერევანი სპეციალურად პროვოცირებს შეტაკებებს არა ოკუპირებულ აზერბაიჯანის ყარაბაღში, არამედ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებზე, რათა დაარწმუნოს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომ "სომხეთს თავს დაესხნენ" და ვითომ საჭიროა მისი "დაცვა".

ნათელია, რომ თუ ორაგანიზაციას დაარწმუნებენ "ორგანიზაციის წევრზე თავდასხმის შესახებ", მაშინ ჩარევა თეორიულად შესაძლებელია. მაგრამ პრაქტიკაში - ძნელად თუ ვინმეს სურს ბრძოლა სომხური ინტერესებისთვის.

- ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯებით სომხეთს არ სურს კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა და ართულებს პროცესს. რას იტყვით ამის შესახებ?

- ახალი გამწვავება, ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისა და აზერბაიჯანული მიწების მშვიდობიანი გზით დაბრუნების პროცესის დაწყებას განუსაზღვრელი ვადით აჭიანურებს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამგვარი “პროცესის გართულებით” სომხეთმა შეიძლება იმდენი ქნას, რომ მისთვის ცუდი აღმოჩნდეს ეს თამაში. ვინ მისცემს ერევანს 100% გარანტიას, რომ მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეები შეაჩერებენ აზერბაიჯანს მას შემდეგ, რაც იგი რეაგირებს სომხურ პროვოკაციაზე მისი მიწების დეოკუპაციის დასაწყისში, რომელზეც მას აქვს ყველანაირი უფლება?!

- სომხეთის ხელმძღვანელობამ ადრე განაცხადა, რომ ახალი ტერიტორიები იქნება დატყვევებული აზერბაიჯანთან მიმართებაში. შეიძლება ეს ინციდენტი დაკავშირებული იყოს ამ რიტორიკასთან?

რა თქმა უნდა. ეს არის დაშნაკების ძველი ტაქტიკა - ხმამაღალი განცხადებების შემდეგ რაღაც უნდა მოხდეს. ან სამხედრო აგრესია ან ტერაქტი, ან ორივე. სომეხი ნაციონალისტები თავიანთ ხალხს მძევლად აიყვანენ და აიძულებენ, რომ ისინი იყვნენ აგრესიისა და ტერორის თანამონაწილეები. ამით ინარჩუნებენ ძალაუფლებას მათზე. ამავე დროს, მინდა ავღნიშნო, რომ სომხეთს არ შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება ბრძოლის გარეშე, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ სიტუაციის გამწვავება აზერბაიჯანული მიწების განთავისუფლების პროცესის დასაწყისია!




KavkazPlus

წაკითხულია : 703


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები