ეკონომიკა

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 35%-ით შემცირდა

20.07.20 14:00


საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 6 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.2%-ით $5.054 მლრდ-მდე შემცირდა, რაც $1.125 მლრდ-იან ვარდნას ნიშნავს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საექსპორტო პროდუქციაში 8.7%-იანი ზრდის შემდეგ $332 მლნ-იტ პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა დაიკავეს. $184 მლნ-ით მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილზეა, მისი ექსპორტი 6 თვეში 35%-ით შემცირდა. $118 მლნ-ით სამეულს ფეროშენადნობები ასრულებს, მისი ექსპორტი 34%-ითაა შემცირებული. ბოლო წლებში პირველად 6%-ით $91 მლნ-მდე შემცირდა ღვინის ექსპორტიც და მან მეოთხე ადგილი დაიკავა.

საექსპორტო პროდუქციის ათეულში ასევე მოხვდნენ: ძვირფასი ლითონები, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, სამკურნალო საშუალებები, ოქრო და აზოტოვანი სასუქები.

მათგან გაიზარდა მხოლოდ სპირტიანი სასმელებისა და ოქროს ექსპორტი, დანარჩენი პროდუქციის შემთხვევაში კი კლება აღინიშნა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები