პოლიტიკა

ოცნების მიერ წარდგენილ კანდიდატებს ჩამოყალიბებული აქვთ აზრი, რომ უნდა ემსახურონ ბიძინას და არა ხალხს“ - ხაბეიშვილი

20.07.20 14:40


„წარდგენილ კანდიდატებს ჩამოყალიბებული აქვთ აზრი, რომ უნდა ემსახურონ ბიძინას და არა ხალხს“ - ასე ეხმაურება „ნიუ პოსტთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სამგორში, ლევან ხაბეიშვილი.

3 ძირითადი ამბავი იყო დღეს ამ წარდგენაზე: 1. ყველამ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. ანუ, ისინი ფიქრობენ, რომ ივანიშვილთან არიან მოვალენი და არა ხალხთან.

მკაცრად აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია რომ ბიძინას უნდა ემსახურონ.

2. ზეიმობდნენ რომ კოვიდს კარგად ვემსახურეთო, ამასობაში კი დაავიწყდათ რომ მილიონამდე ადამიანი დახმარების გარეშე დატოვეს, ასიათასობით ოჯახში მთავარმა შემომტანმა სამსახური დაკარგა, დოლარი სამი და ნოლს გაცდა და სრული კატასტროფაა, ტურიზმი გაჩერებულია. მოკლედ, სრულ კატასტროფაში ვართ და ესენი თვითკმაყოფილებაში არიან, არაფრის შეცვლას არ აპირებენ.

3. კანდიდატების გამოცხადებისას ე.წ. დიქტორი რომ აცხადებდა, თითქოს საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდს აცხადებდა, იქ ყაველაშვილი, კობიაშვილი... ასევე, განცდა მქონდა რესტორანში ყველაზე ხშირად რომ დადის იმ ადამიანების სახელებს კითხულობდა.

ის ადამიანები დააყენეს წინა ხაზზე, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში თავისი სიჩუმით, დუმილით, ან თუნდაც კორუფციული გარიგებებით შეჭამეს და გაღლიტეს ქართველი ხალხი.

იგივე ოდიშარია, რომელიც კორუფციაშია ყელამდე, იგივე კობიაშვილი რომელმაც როგორი წარმატებითაც ფეხბურთს მიხედ,ა იგივე წარმატებით თუ მიხედავს გლდანს, წარმოგვიდგენია რა მდგომარეობაში ვიქნებით. ირაც შეეხება სოზარ სუყბარს, რომელიც ჩემს ოლქში წარადგინეს, მას არანაირი ორიენტირი არ აქვს ხალხზე.

ყველა ამ ადამიანს და ზოგადად ოცნებას სურს დარჩეს ხელისუფლებაში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ.“ - ავხადებს ხაბეიშვილი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები