პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ხელისუფლება პანდემიის ქოლგის ქვეშ აპირებს არჩევნების ჩატარებას

20.07.20 15:00


„დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძისთვის გაუგებარია, რატომ იმყოფებოდნენ ეპიდემიოლოგები ღონისძიებაზე, სადაც „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

მისივე თქმით, ხელისუფლება პანდემიის ფარდას ამოეფარა და ამ გზით ცდილობს გადარჩენას.

„დიდი პატივისცემით მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის დროს, ძალიან სერიოზულად ედგა მხარში საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას – ექიმები და ეპიდემიოლოგები მყავს მხედველობაში. მაინტერესებს, რა ესაქმება ეპიდემიის და პანდემიის დროს, ეპიდემიოლოგებს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე?!

რომელი სახელმწიფო გინახავთ, სადაც მმართველო გუნდი საპარლამენტო სიის ან მაჟორიტარების წარდგენის დროს, ეპიდემიოლოგ ექიმებს იწვევდეს ამ წარდგენაზე?! ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც „ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება, ამ ადამიანების ზურგს უკან და პანდემიის ქოლგის ქვეშ აპირებენ არჩევნების ჩატარებას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღეს „ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, რომელსაც სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე დაესწრნენ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები