პოლიტიკა

დავით სერგეენკო: თავს ვალდებულად ვთვლი ისევ გვერდით დავუდგე პარტიას

20.07.20 15:20


„საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-4 წელია, მე კი თითქმის 7 წელი გამომივიდა, რაც საკმარისზე მეტი იყო და მინისტრის პოზიციაზე ახალი ენერგია იყო საჭირო",- ამის შესახებ ყოფილმა ჯარდაცვის მინისტრმა, საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში „ქართულმა ოცნებამ“ ჯანდაცვის სისტემაში ყველა პარტიაზე მეტი გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გუნდურობის პრინციპითაა პარტიები წარმოდგენილი, მე ჩემი ამოცანა მაქვს. ექიმის ლოგიკით, ვფიქრობ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ჯანდაცვის სისტემისთვის ამდენი არცერთ პარტიას არ გაუკეთებია, შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლი, კვლავ გვერდით დავუდგე პარტიას სწორედ ამ მიმართულებაში“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო „ქართულმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები