პოლიტიკა

"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება"- ბოტკოველი "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებზე

20.07.20 15:40


„თანამდებობაზე ყოფნა პრივილეგია და გრილ კაბინეტში ჯდომა არ უნდა იყოს“ - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარების დასახელებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი.

„დღვანდელმა ღონისძიებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, ახალი არაფერი არ თქმულა. ჩვენ ისევ ვიხილეთ ადმიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უხდიდნენ მადლობას და ხალხი, რომელზეც ზრუნვა მათი პრიორიტეტი უნდა იყოს, არც უხსენებიათ. ვიხილეთ სახეები, რომელთა „მიღწევებიც“ ყველამ კარგად ვიცით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

რაც შეეხება უშუალოდ იმ ოლქს, სადაც მე ვიყრი კენჭს, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს, მან ზუსტად იცის რა პრობლემების წინაშე დგას კახელი გლეხი, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად და სად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა, თუმცა ეს ადამიანები მისთვის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა.

ოლიგარქს და მის პაიკებსაც, ხალხი მაშინ ახსენდებათ, როცა მათ სჭირდებათ და არა მაშინ, როცა ხალხს სჭირდება მათი თანადგომა და დახმარება.

ერთი რამ ცხადია, თანამდებობაზე ყოფნა პრივილეგია და გრილ კაბინეტში ჯდომა არ უნდა იყოს. მაჟორიტარობა ამომრჩევლების პრობლემების გათავისება და მათი დახმარებაა, უკეთესი ცხოვრების ხელშეწყობა.

ამიტომ, მჯერა ამომრჩებელი სწორ არჩევანს გააკეთებს და ოლიგარქიულ მმართველობას დაასრულებს.“ - აცხადებს ბოტკოველი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები