პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: იმედი გვაქვს, რომ პლურალისტულ და ცოცხალ პარლამენტს ვიხილავთ

20.07.20 17:20


„იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ მშვიდობიან კამპანიას ხმის მიცემის წნეხის ან ბუნდოვანების გარეშე და საბოლოოდ - პლურალისტულ, ცოცხალ პარლამენტს“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალ „დიპლომატთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეკითხვას უპასუხა.

„ცვლილებებით დასრულდა დებატები, რომელიც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ისინი აღნიშნავენ გადასვლას სრულ პროპორციულ სისტემაზე, რომელიც გამოყენებული იქნება 2024 წლიდან.

იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ მშვიდობიან კამპანიას ხმის მიცემის წნეხის ან ბუნდოვანების გარეშე და საბოლოოდ - პლურალისტულ, ცოცხალ პარლამენტს“, - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.




წყარო : /www.tabula.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები