პოლიტიკა
21.07.20 10:15
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, სულ მალე პარტია პროპორციული წესით შესარჩევ კანდიდატთა სიას გამოაქვეყნებს, სადაც უფრო მეტი ქალი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
დღეს „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი 30 კანდიდატიდან მხოლოდ ერთია ქალი.
თალაკვაძეს ჰკითხეს, რას უპასუხებდა პარტია იმ პოლიტიკოსებს თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარებში მხოლოდ ერთი ქალის დასახელების გამო აკრიტიკებენ:
„ჩვენ ვუპასუხებთ არჩევნებით ამას. თქვენ ნახავთ, რომ ახალ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა იქნება უფრო მეტი და უფრო მეტად გარანტირებული, ვიდრე ეს იყო ნებისმიერ წინა პარლამენტში. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავრობაში გენდერული ბალანსი თითქმის 50/50-ზეა, ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი და საქართველოს პრეზიდენტი, პირველად ისტორიაში .. და ეს იყო ჩვენ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი არის ქალი“, – ამბობს თალაკვაძე.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ გაკეთდა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
„პროპორციული სიის წარდგენას დაელოდონ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები და ნახავენ, რამდენი ქალი იქნება ახალ პარლამენტში. სხვათა შორის, უბრალოდ სირცვხვილია, როდესაც ამაზე გვაკრიტიკებენ ის ადამიანები, რომლებმაც კვოტებს მხარი არ დაუჭირეს“, – ამატებს თალაკვაძე.
დღეს, 20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენილი 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია.
ერთადერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ქალი ნინო ლაცაბიძეა, რომელიც რუსთავი-გარდაბანში იყრის კენჭს. მისი წარდგენისას კობახიძემ თქვა, რომ ლაცაბიძე პროფესიულ საქმიანობასთან ერთად 4 შვილის დედობასაც წარმატებით უმკლავდება, სხვა კანდიდატების დასახელებისას მათ ოჯახურ ცხოვრებაზე არ უსაუბრია.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24