პოლიტიკა

კობახიძე: პირველივე ტურში მოგების ამბიცია გვაქვს

21.07.20 11:00


„ქართული ოცნება“ სრულმასშტაბიან საარჩევნო კამპანიაზე გადადის.

როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, 30 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების შერჩევას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ.

შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილში პირველივე ტურში მოგების ამბიცია აქვს.

„ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში თუ არა, უმრავლეს შემთხვევაში პირველივე ტურში მოვიგოთ მაჟორიტარული არჩევნები. დღეს ამის ყველანაირი წინაპირობაა, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაზე. ჩვენ ჩვენი სათქმელი, მიზნები, ხედვები უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე, თითოეულ სოფლამდე, თითოეულ უბნამდე და ასეთ შემთხვევაში, ჩვენი გამარჯვება თითოეულ ოლქში გარდაუვალი.“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედის“ ეთერში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები