საზოგადოება

დავითაშვილი: კალიების სიმრავლეს უკვე მთელს აღმოსავლეთ საქართველოში ვებრძვით

21.07.20 14:40


„კალიასთან ბრძოლა, რომელიც წლიდან წლამდე მავნებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, საუბარია იტალიურ კალიებზე, ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს არის საკარანტინე მავნებელი და ჩვენ გვაქვს პროგრამა კალიებთან დაკავშირებით. დიდწილად ის აზიანებს საზღვრისპირა რეგიონებს, რადგან მათი მიგრაცია ხდება მეზობელი ქვეყნებიდან, ეს რეგიონებია დედოფლისწყარო, სიღნაღი, უკვე საგარეჯოც. გვესმის, რომ მაღალი კლიმატური პირობების გამო, მავნებელთან ბრძოლა უკვე გვიწევს მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის შემოგარენში კალიების რაოდენობა შესაძლოა მომატებული იყოს, თუმცა მთავარი საფრთხე არის იქ, სადაც სასოფლო-სამეურნეო კლუტურების მოდის.

„თბილის ზამთარი გამოვიარეთ და გვესმის, რომ კალიების რაოდენობა თბილისის შემოგარენშიც მომატებულია, თუმცა მთავარი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კულტურები დავიცვათ და ჩვენ ამას მოვახერხებთ“,- აღნიშნა მინისტრმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები