პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ და მარკ შჩეგელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

21.07.20 15:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარკ შჩეგელს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზად არის, დახმარება გაუწიოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების მოსახლეობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. მხარეებმა ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები მიმოიხილეს.

ყურადღება გამახვილდა 2020 წლის 11 ივლისს, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების საკითხზე.

მხარეების თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ქვაკუთხედია. ხაზი ასევე გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობას. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია იყო. აღინიშნა, რომ რუსული პროპაგანდის სამიზნე გახდა თავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკის ერთგულია.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები