პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ავსტრიის ელჩ არად ბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

21.07.20 17:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არად ბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ძირითად საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს. შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას და პოზიტიურ შედეგებს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის მიმართულებით.

არად ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მთავრობის მეთაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები