პოლიტიკა

"ჩვენი მოსახლეობა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება" - ჩორჩანას ტყეში ახალი ნიშნულები გამოჩნდა

22.07.20 10:15


ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გაკეთებული ახალი ნიშნულები აღმოაჩინეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასოდეს შედიოდა.

"ჩორჩანის ტყის შუაგულიდან, რომელსაც კვეთა არ ჰქონდა საოკუპაციო ხაზთან, ყოფილა რამდენიმე ადამიანი გატაცებული... ჩვენი მოსახლეობა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება.

ფაქტობრივად, ტყის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება მოხდეს გატაცება", - ამბობს დავით ქაცარავა.

"ძალა ერთობაშია" ჩორჩანას ტყეში არსებული ვითარებისა და ახალი ნიშნულების შესახებ ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები