პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შემძრა სურათმა, რაც არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში

22.07.20 10:45


„მე მგონია, რომ თბილისში 8-ვე მაჟორიტარმა პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში. გამომდინარე მძიმე სურათიდან. შემძრა სურათმა, რაც არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. წარმოუდგენელი სახელები და გვარებია, გინდა კვალიფიკაცია აიღეთ და გინდა სხვა ელემენტები მათი რეპუტაციის. მძიმე სურათია ძალიან ოპოზიციაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, სად ხედავს მძიმე სურათს და რას იტყვის მაგალითად, გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით, რომელსაც კვლევებით საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, კობახიძე პასუხობს, რომ რეპუტაციულად ვაშაძე დაზიანებულია და ამ მხრივ მას გიგა ბოკერიას შეადარებდა.

„მათ შორის, გიორგი ვაშაძე. თუ ვინმე შეიძლება, უსინდისობის ნაწილში რეპუტაციულად შევადარო ბოკერია და ვაშაძე შეიძლება, ერთად დავაყენო. ძალიან მძიმეა თავისი დამოკიდებულებით სინდისის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები