პოლიტიკა

„ახალმა საქართველომ“ საარჩევნო ოლქების ნაწილში შესაძლოა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ დააყენოს

22.07.20 15:40


„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შესაძლოა, მისმა პარტიამ საარჩევნო ოლქებში, სადაც სხვა ოპოზიციური ძალების კანდიდატებიც იყრიან კენჭს, მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენოს, რათა ხმები არ გაიყოს.

როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციაში გარკვეული შეთანხმება მიღწეულია და რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„სადღაც ერთობა იქნება, სადღაც ერთობა არ იქნება, მაგრამ მრავალფეროვნება ერთიანობით აუცილებლად იქნება. ესაა ფრონტი, რომელსაც ჩვენ გავხსნით და რომლითაც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. იმასაც განვიხილავ, რომ არცერთ ოპოზიციურ კანდიდატს არ დავუყენოთ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომ მაჟორიტარების შემთხვევაში არ ხმები გაიჭრას. ჩვენ გარკვეულ საკითხებზე მივაღწიეთ შეთანხმებას და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა ფორმატით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას“,- განაცხადა ვაშაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები