პოლიტიკა

საინტერესოა, მე პირველი ელჩი ვარ? - საქართველოს ელჩმა რუმინეთის უმაღლეს მწვერვალზე ქართული დროშა აიტანა

22.07.20 17:40


რუმინული პრესის ინფორმაციით, საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ჯგუფთან ერთად რუმინეთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, "მოლდოვიანუზე" (2544 მ) ავიდა და იქ საქართველოს დროშა გაშალა.

"გასულ კვირას მე მქონდა შანსი ჩემს მეგობრებთან და რუმინელ ალპინისტებთან, მარიუს განესთან, რომიკაე პოპასთან, ტეოფილ ვლადთან, ისტორიკოს სტეიარელ ოკარუსთან და პოლკოვნიკ ზურაბ ყიფიანთან ერთად საქართველოს ეროვნული დროშა რუმინეთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე - "მოლდოვიანუზე" ამეტანა (2544 მ.). ეს ასვლა მე საქართველო-რუმინეთის 300 წლიან ურთიერთობას მივუძღვენი.

P.S. საინტერესოა, ვარ თუ არა პირველი უცხოელი ელჩი, რომელიც მოლდავიანუზე ავიდა?"- წერს ნიკოლოზიშვილი თავის Facebook გვერდზე.

ამ ფაქტს რუმინულმა მედიამ სპეციალური სტატიაც მიუძღვნა.

"სასაიმოვნო იყო მოლდოვიანუზე ასვლა. ტექნიკურად ეს რთული არ არის, მაგრამ მტკიცე მუხლი აუცილებლად უნდა გქონდეს. მე საქართველოში ალპინიზმით ხშირად ვარ დაკავებული," - განაცხადა ელჩმა მედიასთან ინტერვიუში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები