პოლიტიკა

პრემიერი: ინფიცირების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, რაც უაღრესად ყურადსაღებია

23.07.20 11:30


კოვიდინფიცირების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, რაც უაღრესად ყურადსაღებია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თითოეული მოქალაქის ვალია მაქსიმალური ყურადღებით იყოს იმისთვის, რომ წარმატება, რომელიც ვირუსის მართვის კუთხით მიღწეულია, ბოლომდე შენარჩუნებული იყოს.

„დღეს გვაქვს ინფიცირების 12 შემთხვევა, ბოლო დღების განმავლობაში სამწუხაროდ ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც არის უაღრესად საყურადღებო. მიუხედავად იმისა, რომ ვაკონტროლებთ სიტუაცუიას, გვმართებს უაღრესი ყურადღება.განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ გავრცელება კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ სოფელების სოციალური სტრუქტურა გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე. ამიტომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, ისევე როგორც ამ სოფლეში ჩატარდება აქტიური ტესტირება“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, 23 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1085-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 911, ხოლო გარდაცვლილია 16 პაციენტი.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები