პოლიტიკა
23.07.20 12:00
წლების განმავლობაში სხვადასხვა რედაქციით ყალიბდებოდა ტექსტი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე, მკაფიო და ძლიერი ჩანაწერი, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოსთან დაკავშირებით ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ბაქრაძის განმარტებით, ცალკე თავი, რომელიც კანონის პროექტში საქართველოს ეძღვნება, ქვეყნის მხარდაჭერის მკაფიო და ძლიერ გზავნილებს შეიცავს მრავალი მიმართულებით.
„წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტში ჩვენ გვაქს ძალიან მტკიცე და მკაფიო ქვეთავი, რომელიც ცალკე ეძღვნება საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესების მხარდაჭერას. როგორც ადრე, ამ ჩანაწერშიც ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, ხაზგასმულია რუსეთის აგრესიის ფაქტი და მის წინაშე საქართველოს მედეგობა, ამ აგრესიის შეკავების გაძლიერების აუცილებლობა.
წარმომადგენელთა პალატა ამ პროექტში ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს ნატო-ს ძალებთან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას. მნიშვნელოვანი საკითხი არის შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის ცალკე ვერსია პარალელურად განიხილება სენატში. საბოლოოდ, ორივე დოკუმენტი უნდა შეჯერდეს, ერთ პროექტად იქცეს და ხელმოსაწერად გაიგზავნოს აშშ-ის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც პროექტი უკვე კანონად იქცევა და ძალაში შევა. როგორც შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე განმარტავს, საელჩო აქტიურად მუშაობს სენატის შესაბამის კიმიტეტთანაც, რათა აქტის სენატისეულ ვერსიაშიც საქართველოს მხარდამჭერი მტკიცე გზავნილები მოხვდეს.
„სენატი ჯერ კიდევ განიხილავს დოკუმენტს. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ სენატის შესაბამის კომიტეტთან და წევრებთან, რათა აქაც, ისევე, როგორც წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტში, ძალიან მკაფიოდ იყოს მხარდაჭერილი საქართველოსა და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს 2021 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი (NDAA) დაამტკიცა, რომელშიც აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა (SEC. 1244. SENSE OF CONGRESS ON SUPPORT FOR GEORGIA). საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში. სამინიტროს ცნობით, როგორც ევროპული უსაფრთხოების ნაწილი, საქართველო მოაზრებულია, როგორც აშშ-ის ფასეული პარტნიორი.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24