პოლიტიკა

მინდა შსს-ს დავავალო მოქალაქეების ინფორმირება — გახარია ბაჩალიაშვილის საქმეზე

23.07.20 12:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ მან დღეს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია ცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია და შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას. აქ უაღრესად მნიშვნელოვანია, შსს-ს მინდა კიდევ ერთხელ დავავალო, მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი გამოძიება, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიური ინფორმირებულობა, პირველ რიგში ოჯახის, შემდგომ — საზოგადოების.

კიდევ ერთხელ, ამ თემაზე საუბრისს დასრულებისას მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიული ინფორმაციის გაზიარებისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება“.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები