ეკონომიკა

ლარი გამყარდა

13.08.20 17:40


13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0728 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0785 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6403 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6237 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.66 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4191 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.0260 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 აგვისტოდან შევა ძალაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები