საზოგადოება

სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მოსწავლეებს პირბადის ტარება არ მოუწევთ

14.08.20 11:30


სასწავლო პროცესი 15 სექტმბერს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსწავლეები 15 სექტემბერს შეძლებენ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.

„იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანი, განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის“, - განაცხადა დგებუაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველასთვის - მოსწავლეების გარდა, ხოლო სავალდებულო რეკომენდაციაა ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები