საზოგადოება

მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე გრძელდება

14.08.20 17:00


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ზურაბ სანიკიძემ, აქციის ფარგლებში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მიზნით, მეასიათასე მოქალაქე, ლევან წიკლაური დაასაჩუქრა.

მომხმარებელს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი და "აიდი ბარათის" წამკითხველიც პირადად გადასცა.

აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეებისთვის თანამედროვე, სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა.

"აქციის მიზანია საარჩევნო სიების მაქსიმალურად სრულყოფა, ელექტრონული პირადობების გაცემა, რომელიც სანდო და კვალიფიციურია. ამ აქციაში მოიაზრებიან გარკვეული კატეგორიის მქონე ადამიანები, კერძოდ ისინი, რომლებიც არ ფლობენ მოქმედ ელექტრონულ დოკუმენტს და მათ, ვისაც გაუუქმდება 1 ნოემბრამდე მსგავსი დოკუმენტი," - აცხადებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარე ზურაბ სანიკიძე.

მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია 2019 წლიდან მიმდინარეობს და 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდება.




წყარო : /www.ghn.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები