პოლიტიკა

ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება -"ქართული ოცნება"

26.08.20 15:00


"ქართულ ოცნებას" სურს, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების შესახებ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

 

"ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

 

ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

 

საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავში ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას." - ამბობს თალაკვაძე.

 

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია და საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

 

"ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი საზოგადოების თავისუფალ არჩევანს.

 

გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და გვჯერა, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში.

 

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებს მისცემს კიდევ უფრო მეტ ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ და, ასევე, დაასრულებს ოპოზიციის იმ ნაწილის სპეკულაციებს.

 

ოპოზიციის ამ დესტრუქციულ ნაწილს სათანადო პასუხი გაეცემა ამ ცვლილებებითაც." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები