პოლიტიკა

თალაკვაძე: მსოფლიო ბანკის დასკვნა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა

26.08.20 17:00


„მსოფლიო ბანკის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადასტურებს, რომ ჩვენ, საქართველომ, საქართველოს ხელისუფლებამ შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა. ზუსტად ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა, ბრძოლა კორუფციასთან არის ის მიმართულება, სადაც „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლიდან დღემდე ხელშესახები პროგრესი უზრუნველყო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგთან დაკავშირებით განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და რომ ქვეყანას აქვს ეფექტური და თანამდროვე კანონმდებლობა კორუფციის წინააღმდეგ.

 

„ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავატარეთ ეფექტური რეფორმები, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჰყავს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას აქვს ეფექტური და თანამდეროვე კანონმდებლობა კორუფციის წინააღმდეგ.

რასაკვირველია, მიუხედავად ამ დადებითი დასკვნისა, ჩვენ ვთვლით, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის მუდმივი ამოცანა და რა თქმა უნდა, მომავალშიც არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით, კორუფციულ დანაშაულთან არ იქნება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგი ადასტურებს ხელისუფლების პოზიციას და საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს ეუბნებოდა სიმართლეს, რომ საქართველოს აქვს კორუფციის დაბალი დონე.

 

„წინა წლების, ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრძოლა კორუფციასთან არის უკომპრომისო და ვამბობდით, რომ კორუფციული დანაშაულის ადგილი ჩვენს სახელმწიფოში და ჩვენს საჯარო სამსახურში არ უნდა იყოს.

ვამბობდით, რომ საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ამ მიმართულებით.

ასვე გახსოვთ რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი, ძველი ოპოზიცია განსაკუთრებით, ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვაკრიტიკებდა და ხალხს ეუბნებოდა, რომ საქართველოში ამ წლების განმავლობაში კორუფციის დონე არის გაზრდილი და კორუფციის მხრივ სიტუაცია არის გაუარესებული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები